ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
2003 წლის 24 ნოემბერს, როცა ხუნვეიბინ-ნაბიჭვარ-"კმარელთა" ბანდამ დედაუნივერსიტეტის "დალაშქვრა" დააპირა, პირველი, ვინც მათ წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა, პროტესტი საჯაროდ გამოთქვა და გაფიცვა დაიწყო. გახლდათ თსუ მეექვსე კორპუსი. კლუბ "რეპორტიორის" ოპერატულ-საგანგებო შეკრებაზე ჩვენს გვერდით უყოყმანოდ დადგნენ ქალბატონი ნანა დევდარიანი და ბატონი კობა დავითაშვილი.
არ აქვს მნიშვნელობა ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებულ მოსაზრებებს, არც იმას, სრულად იზიარებ თუ ნაწილობრივ მის ნაბიჯებს, მთავარია პრინციპები, მოტივაცია და ცხოვრების წესი. კობა ის კაცი იყო, რომელიც ამ მხრივ სიმპათიებს იმსახურებდა, თანაც ხუთი მომავალი ვაჟკაცის მამა.
კობა გასაფრთხილებელი კაცი იყო, როგორც პიროვნება და პოლიტიკური მოთამაშე. აშკარად ნიჭიერი. უშეცდომო არავინ არის. მაგრამ მათ, ვინც მას სდევნიდა, კობა ათი თავით ჯობდა წესიერებითაც, კომპეტენციით და კაცობით. არ ვიცი, როგორ სძინავთ მშვიდად იმ ცხოველებს, რომლებიც "მაშინ" ჯალათურად გაუსწორდნენ კობას. ისინი არავის დაუსჯია. არც მათი ვინაობა არ არის დადგენილი. არადა...
ის მაშინ მოჰკლეს!