გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში მორიგი სიურპრიზის ანონსს ავრცელებს, რომელიც ივლისის ბოლოს იგეგმება.
„ანონსი: ივლისის ბოლოსკენ კიდევ ერთ აქციას გავმართავ სახელწოდებით - ,,სიურპრიზი N2". ალბათ, მიხვდით, რომ აქცია წიგნებს შეეხება. დეტალებს კიდევ შეგატყობინებთ.
შესაძლოა, გაგეცინოთ, რა დროს ანონსიაო.... მაგრამ აბა, რისი გურული ვარ? მოკლედ, ასე - გადავწყვიტე, რომ გურამ შარაძის მკითხველები კიდევ ერთხელ გაგახაროთ..."- წერს შარაძე.