რუსთავში, მამაკაცმა 85 წლის ქალს სცემა.
„ინფო რუსთავი“-ს ინფორმაციით 55 წლამდე მამაკაცმა სიდედრს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. ქმრის შეჩერება სცადა მოხუცის შვილმა, 50 წლამდე ქალმა, თუმცა მამაკაცმა არც ცოლი დაინდო და მასაც სცემა. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი მცირეწლოვნების თანდასწრებით მოხდა.
ფიზიკური ანგარიშწორების დროს მიყენებული დაზიანებებით, 85 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, მამაკაცი დაკავებულია.