„აჭარა არ იყო შემთხვევით არჩეული, რადგან დევნილმა და მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისი ფავორიტი და საკმაოდ ოდიოზური პერსონა (საუბარია ლევან ვარშალომიძეზე) გამოაგზავნა დესანტის სახით აჭარაში, თუმცა ის პოლიტიკური მოლოდინები, რაც ჰქონდათ, რეალობას აბსოლუტურად აცდენილი იყო და ყოველდღიურ რეჟიმში, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის დამარცხებული, დაბოღმილი პოლიტიკური ძალის მოქმედებები“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„მე მინდა აჭარის მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, ჩვენ ნერვიულობის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. ყველა უნდა ვიყოთ მშვიდად, ვინაიდან მე მესმის მათი სამართლიანი აღშფოთება ამ ზღვარგადასული პროტესის გამო, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა უმორჩილესად ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოვითმინოთ ეს ორკესტრირებული შეტევა და ყველაფერი დასრულდება მშვიდად“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.