საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟისკარ დ’ესტენი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, საფრანგეთის 94 წლის ექს-პრეზიდენტი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ჟისკარ დ’ესტენი საავადმყოფოში ნოემბრის შუა რიცხვებში გადაიყვანეს. მას გულის უკმარისობა აღენიშნებოდა.
ჟისკარ დ’ესტენი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 1974-დან 1981 წლამდე იკავებდა. ის საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პოლიტიკოსი იყო.