logo_geo
eng_logo
თბილისში კორონავირუსის 1 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

3 დეკემბერი. 2020. 11:10

 

 

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან კორონავირუსთან დაკავშირებით  არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

 

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 147 636-ს.

 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 947 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 124 568-მდე.

 

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 387 გარდაცვალების შემთხვევა.

 

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარაში - 525, იმერეთში - 591, ქვემო ქართლში - 351, შიდა ქართლში - 294, გურიაში - 131, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 274, კახეთში - 166, მცხეთა-მთიანეთში - 134, სამცხე-ჯავახეთში - 88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 30“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner