logo_geo
eng_logo
დიდ დიღომში წყლის მილი გასკდა - დატბორილია კორპუსები და დაზიანებულია ავტომობილები
- +

3 მარტი. 2016. 11:01



გამთენიისას, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე  წყლის მილი გასკდა.


ძლიერი წნევის გამო მიწიდან ამოხეთქილმა წყალმა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დატბორა. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის განცხადებით, წყლის ნაკადი 12 მეტრს აღწევდა.


"შემთხვევის შედეგად 4 კორპუსი დაიტბორა. წყალმა გრუნტის მოძრაობა გამოიწვია, რის შედეგადაც 8-10 მანქანა დაზიანდა", - განაცხადა გელაშვილმა.


ადგილზე საავარიო ჯგუფი მუშაობს. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner