logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: ეს იყო შურისძიება...
- +

2 ივლისი. 2016. 23:51



 „კონტროლის პალატა იყო ის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც მაშინდელ „კორუფციასთან მებრძოლ" და „კრისტალურად სუფთა" ადამიანს, სააკაშვილს - კორუფციაში დღემდე ყელამდე ამოსვრილს და მხოლოდ და მხოლოდ ფულის სიყვარულზე ორიენტირებულ ადამიანს, სამსახურში დიდი ოდენობის სახელმწიფო ქონების დატაცებები აღმოვუჩინეთ",- იხსენებს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი, მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში - „რეპორტიორის თვალით..."



„ის დოკუმენტაცია დღესაც ძალაშია, ამას მერამდენედ ვიმეორებ და ხალხი, რომელთაც ეს ეხებათ, ყურს არ იბერტყენ. ჩვენ ჩავატარეთ აუდიტი, ჩვენ აღმოვაჩინთ დარღვევები და ვთქვით კიდეც, და რომ ვთქვით კიდეც და კიდევ ბევრჯერ რომ ვიტყოდით, ამის გამო მოგვიშორა როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგეები.  ეს იყო შურისძიება", - იხსენებს მოლაშვილი.

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner