-
+
3 დეკემბერი. 2020. 11:33
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს Twitter-ის ანგარიშის წაშლისკენ მოუწოდებს.
„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა დონალდ ტრამპის ვიდეომიმართვა გააზიარა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი არჩევნებში ხმების ფალსიფიცირების შემთხვევებზე საუბრობდა.
„დროა, წაშალო შენი ანგარიში“, - დაწერა ადამ კინზინგერმა Twitter-ზე.
ვიდეომიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არჩევნების სისტემის დაცვას აპირებს. მისივე თქმით, ის არჩევნებში დაფიქსირებული მაქინაციებისა და თაღლითობის გამოაშკარავებას აპირებს.
„დემოკრატები“ ისე მოქმედებდნენ, თითქოს უკვე იცოდნენ არჩევნების შედეგები. როგორც ჩანს, ყველაფერი უზრუნველყოფილი ჰქონდათ“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ადამ კინზინგერი არ ეთანხმება დონალდ ტრამპის ბრალდებებს არჩევნების გაყალბების თაობაზე და მას დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდებს.
წყარო :