logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ვკითხე, როგორ ხართ ოდესელები, როგორ მიდის ცხოვრება?
- +

2 ივლისი. 2016. 23:59



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი  ოდესის მკვიდრის შესახებ წერს:



„ჩემი ძმაკაცი დაბრუნდა წუხელ ოდესიდან.

მიყვება, - ჩავფრინდი ოდესაში, აეროპორტიდან სასტუმრომდე ტაქსით წავედიო.

მძღოლს ვკითხე, როგორ ხართ ოდესელები, როგორ მიდის ცხოვრებაო?

ახალგაზრდა კაცი იყო, ძაან თანამედროვედ გამოიყურებოდა და ასე მიპასუხა: ადრე კარგად ვცხოვრობდით, ახლა კი ძააან კარგად  ვცხოვრობთო.

 

სახეზე გაკვირვება რომ შემამჩნია, პატარა პაუზის მერე დააყოლა - მაგრამ ძალიან გვინდა, რომ ისევ უბრალოდ კარგად ვცხოვრობდეთო.

ყველას გისურვებთ კარგ ცხოვრებას.

დილა მშვიდობისა!"


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner