logo_geo
eng_logo
იაპონიაში 2035 წლისთვის შიდა ბაზრიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების ამოღება სურთ
- +

3 დეკემბერი. 2020. 12:07

 

 

2035 წლისთვის იაპონიის მთავრობა შიდა საავტომობილო ბაზრის რეგულირების წესების გამკაცრებას, კერძოდ კი, გაყიდვიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების ამოღებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს გეგმის თანახმად, ახალი ავტომობილები მხოლოდ ელექტრო- ან ჰიბრიდული უნდა იყოს. შეზღუდვების საბოლოო მიზანია, რომ 2050 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირორჟანგისა და სხვა სათბური გაზების ამოფრქვევა შეწყდეს.

 

ამჟამად იაპონურ ავტობაზარზე საკმაოდ ბევრი ჰიბრიდული ავტომობილია, ისინი თითქმის ყველა ავტომწარმოებლის ხაზებშია წარმოდგენილი. რაც შეეხება ელექტრომობილებს, ფართო მოხმარებისთვის ისინი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით იწარმოება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner