logo_geo
eng_logo
ლინას ლინკევიჩუსი: NATO-მ უნდა განაგრძოს საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერა
- +

3 დეკემბერი. 2020. 12:53

 

 

„13 ქვეყანამ NATO-ს მოუწოდა ღია კარის პოლიტიკა შეინარჩუნოს და საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს“, – ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებაში, რომელიც ლიეტუვის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

„NATO-მ უნდა განაგრძოს საქართველოს და უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერა“, – აცხადებს ლინკევიჩუსი.

 

როგორც ლიეტუვის საგარეო უწყების მიერ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ შეხვედრაზე ლინას ლინკევიჩუსმა ლიეტუვის გარდა, ჩეხეთის, ლატვიისა და სლოვაკეთის სახელით ისაუბრა. მან მოკავშირეთა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონში NATO-ს პარტნიორებთან – საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე.

 

დამატებით მან NATO-ს მოკავშირეებს წარუდგინა 13 ქვეყნის წერილი, რომლებიც NATO-ს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს ფოკუსი ღია კარის პოლიტიკაზე.

 

ეს წერილი ლიეტუვის ინიციატივით მომზადდა.

 

„ჩვენ მტკიცედ ვართ მოწადინებული, დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე. ასევე გვაქვს სურვილი, წავახალისოთ გამოსავლის გზების ძიება, რომლითაც პარტნიორების გაძლიერებას შევძლებთ“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner