logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: გაფართოებულ ტესტირებაში გამოყენებული ანტიგენის ტესტის ხარისხი ძალიან მაღალია
- +

3 დეკემბერი. 2020. 12:59

 

 

„საქართველოში კორონავირუსზე ტესტირებაში 300-მდე დაწესებულებაა ჩართული“, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტესტირების პროგრამის გაფართოვებაზე საუბრისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ინტენსიური ტესტირება კორონავირუსის გავრცელების შემცირებას შეუწყობს ხელს.

 

„ეს არის ძალიან კრიტიკული ინტერვენცია შეზღუდვების პერიოდში და ეს ინტერვენცია აქტიურად გაგრძელდება 1 თებერვლამდე, რათა შემდეგ უკვე მივიღოთ ინფექციის სტაბილიზაციის შესაძლებლობა და ეტაპობრივად მოხდეს გავრცელების კლება. ქვეყანაში დაახლოებით 300-მდე დაწესებულებაა, სადაც ასეთი სახის ტესტირება შესრულდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

მისივე თქმით, პროგრამაში გამოყენებული ანტიგენზე დამყარებული ტესტების ხარისხი ძალიან მაღალია.

 

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ორი ტესტიდან არის ერთ-ერთი ტესტი. ამდენად, ხარისხი და სარწმუნოება ამ ტესტის არის ძალიან მაღალი და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს რიგებს და დაყოვნების პერიოდს და მოსახლეობასაც და ექიმებს საშუალებას მისცემს, სწრაფად დაიწყონ მკურნალობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა დღეიდან დაიწყო.

 

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსებით, დღეში 20 ათასამდე ტესტი ჩატარდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner