ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ერთი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტის ჰოსპიტალური მართვა სახელმწიფოს საშუალოდ 2000 ათასი ლარი უჯდება. მისივე განმარტებით, ეს უხეში გათვლაა, რადგან რიგ შემთხვევებში ბევრად მეტი ან ბევრად ნაკლები იხარჯება.
ამასთანავე, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეს თანხა არ ითვალისწინებს იმ ინვესტიციას, რომელიც გაწეულია სუნთქვის აპარატების მობილიზების, მედპერსონალის დატრენინგებისა და სხვა მსგავსი ხარჯებისთვის.
„ერთი შემთხვევის მართვაში და აქ შემთხვევის მართვაში ვგულისხმობ ჰოსპიტალურ მართვას, მაგრამ არა სხვა დანარჩენს, საშუალოდ იხარჯება, დაახლოებით, 2000 ლარი, მაგრამ ეს არის ძალიან უხეში გათვლა, რადგან რიგ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს 10 ათი ლარი და მეტიც და რიგ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს 500 ლარი, მაგრამ საშუალოდ შეფასებისთვის ჩვენ ვიყენებთ, დაახლოებით, 2000-ლარიან შეფასების ნიშნულს ჰოსპიტალური შემთხვევის მართვისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს იმ ინვესტიციას, რომელიც გაწეულ იქნა და უნდა იყოს გაწეული მაგალითად ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისა და პერსონალის ტრენინგისთვის, ანუ კიდევ საინვესტიციო ხარჯი სისტემის მომზადების - ეს არის კიდევ ცალკე ხარჯი“- განაცხადა გაბუნიამ.