logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრები საცირკო წარმოდგენებს აწყობენ
- +

3 დეკემბერი. 2020. 17:06

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის სახლთან მიმდინარე ოპოზიციის აქციას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, აქცია-პერფორმანსები დისკომფორტს არ უქმნის.

 

მისივე თქმით, მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრები საცირკო წარმოდგენებს აწყობენ.

 

„დისკომფორტს არანაირად არ მიქმნის, თქვენ ხედავთ ყოველდღიურად, ჩვენი სამუშაო განრიგი არანაირად არ შეცვლილა. ძალიან მალე აჭარის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება და მთავრობა დამტკიცდება, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ხალხის სამსახურს და იმ გამოწვევების გამკლავებას, რომელიც ამ რეგიონის მოსახლეობას აწუხებს.

 

რაც შეეხება კონკრეტულ პერფორმანსებსა და საცირკო წარმოდგენებს, როცა მიზანი არის კონკრეტული დესტრუქცია, კონკრეტული პერფორმანსები, თვითონაც ეძახიან, რა თქმა უნდა, ამაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, არც დრო გვაქვს და არც სურვილი. გამოხატვის თავისუფლებას არავინ ეხება, კანონით დადგენილ ჩარჩოებში. სხვათაშორის, ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ ვინც პირბადეს არ იკეთებს, ბუშტების გაბერვა ეხმარება ვირუსის გავრცელებას.

 

რაც შეეხება შეხვედრების მოთხოვნებს, როცა იქნება კონსტრუქციული ტონი და შეიცვლება ტონი, მე მზად ვარ ნებისმიერ, ყველაზე აგრესიულ პოლიტიკურ ოპონენტს შევხვდე.

 

პოლიცია იმ ძალის მობილიზებას ახდენს, რომელიც სჭირდება საჯარო წესრიგის დასაცავად“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner