logo_geo
eng_logo
დომინიკ რააბი: საქართველოში მშვიდობიან მოქალაქეებს კვლავ აკავებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში გადაადგილების დროს
- +

3 დეკემბერი. 2020. 17:35

 

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიან მოქალაქეებს კვლავ აკავებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში გადაადგილების დროს.

 

„ეუთო-ს რეგიონის მასშტაბით ჩვენ ვხედავთ კონფლიქტებსა და ჰელსინკის პრინციპების უხეშ დარღვევებს. ამის გავლენა სტაბილურობასა და მოსახლეობაზე გამანადგურებელია. ჩვენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის მოწმეები გავხდით. საქართველოში მშვიდობიან მოქალაქეებს კვლავ აკავებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში გადაადგილების დროს. უკრაინაში კი რიგითმა მოქალაქეებმა საშინელი ფასი გადაიხადეს რუსეთის არაკანონიერი და აგრესიული ქმედებების გამო. ეუთო უნიკალურ როლს თამაშობს რეგიონის მასშტაბით კონფლიქტების გადაჭრაში“, - განაცხადა დომინიკ რააბმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner