logo_geo
eng_logo
სომხეთის 17 ოპოზიციურმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატი დაასახელა
- +

3 დეკემბერი. 2020. 17:52

 

 

სომხეთის 17 ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, მთავრობის მეთაურის პოსტზე საერთო კანდიდატი დაასახელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოპოზიციური პარტიების სახელით განცხადება ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, პარტია „სამშობლოს“ ლიდერმა, არტურ ვანეციანმა გააკეთა.

 

„პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვაზგენ მანუკიანი იქნება. ფაშინიანის გადადგომის შემდეგ გარდამავალი მთავრობა ჩამოყალიბდება და მას ვაზგენ მანუკიანი უხელმძღვანელებს“, - განაცხადა არტურ ვანეციანმა.

 

ვაზგენ მანუკიანი 74 წლისაა. 1990-1991 წლებში ის სომხეთის პრემიერ-მინისტრი იყო, 1992-1993 წლებში კი თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

 

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

 

11 ნოემბერს სომხეთის 17 ოპოზიციურმა პარტიამ „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა და პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner