logo_geo
eng_logo
ბელგიამ დღეს ვაქცინაციის სტრატეგია დაამტკიცა
- +

3 დეკემბერი. 2020. 18:13

 

 

ბელგიამ დღეს ვაქცინაციის სტრატეგია დაამტკიცა.

 

მთავრობის მიერ ექსპერტების რეკომენდაციებით შედგენილი გეგმა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ იმუნიზაციის ეტაპობრივად განხორციელებას ითვალისწინებს. ვაქცინის დამტკიცებისთანავე პირველად კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბელგიაში ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრები ადამიანები და მათი მომვლელი პერსონალი აიცრება.

 

მეორე კატეგორიაში შევიდნენ ექიმები და ექთნები, ვისაც საავადმყოფოებსა და კოვიდ-ცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებულებთან აქვთ კონტაქტი.

 

მესამე კატეგორია მოიცავს იმ ექიმების იმუნიზაციას, ვისაც უშუალო კონტაქტი ინფიცირებულებთან არ აქვთ, მაგრამ საავადმყოფოში სხვა განყოფილებაში მუშაობენ.

 

გეგმის თანახმად, მეოთხე ჯგუფი 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან.

 

იმუნიზაციის სტრატეგიის მეხუთე ნაწილს მიეკუთვნებიან 45-დან 65 წლამდე ონკოპაციენტები და ამავე ჯგუფში შედიან ჭარბი წონის, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

 

ბელგიაში ამ ოთხ ჯგუფში იმუნიზაციის დასრულებისთანავე დაიწყება ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია და ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება დაბალი რისკის მქონე ადამიანებისთვის.

 

„დეკემბერში ავტორიზაციის დასრულებას ველოდებით და ჩვენი გათვლით, „ფაიზერის“ ვაქცინით დავიწყებთ იმუნიზაციას. პირველ ეტაპზე ველოდებით 600 000 დოზას, რაც საკმარისი იქნება 300 000 ადამიანისთვის, რადგან ფაიზერის ვაქცინა 2 დოზისგან შედგება. 300 000 დოზა იანვარში ხანდაზმულთა სახლებში შევა და ადგილზე დაიწყება აცრა. დასაწყისისთვის ვაქცინაციის ცენტრების გახსნას არ გვჭირდება. ეს გეგმის მეორე ნაწილია“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდენბრუკმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner