„შემაშფოთებელი განცხადებები მოვისმინეთ ელჩებზე. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკოსი, რომელიც იმ გუნდს მიეკუთვნება, რომელიც თავის თავს პროდასავლურს უწოდებს, ასეთ განცხადებებს აკეთებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს ჩვენს მეგობარ ელჩებზე, მოკავშირეებზე, სტრატეგიულ პარტნიორებზე, ცოტა ხნის წინ თავდასხმები იყო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელძღვანელზეც. ეს თავდასხმები იმის მაჩვენებლია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოყალიბდა ანტიდასავლურ ძალად. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთს ამბობენ, თავიანთი ქმედებებით საპირისპიროს წარმოაჩენენ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.