logo_geo
eng_logo
რომელ პარტიას რამდენი მანდატი აქვს ცესკო-ს მიერ დამტკიცებული საბოლოო შედეგებით
- +

3 დეკემბერი. 2020. 18:43

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ მიიღო.

 

ცესკო-ს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს დაამტკიცა.

 

ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

 

„ევროპულ საქართველოს“ ექნება ხუთი მანდატი;

 

„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 36 მანდატი;

 

„პატრიოტთა ალიანსი“ – 4 მანდატი;

 

„ლეიბორისტული პარტია“ – 1 მანდატი;

 

„მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ – 2 მანდატი;

 

„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 მანდატი;

 

„გირჩი“ – 4 მანდატი;

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 90 მანდატი, აქედან 60 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული;

 

„ლელო“ – 4 მანდატი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner