ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“ მიიღო.
ცესკო-ს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს დაამტკიცა.
ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა:
„ევროპულ საქართველოს“ ექნება ხუთი მანდატი;
„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ – 36 მანდატი;
„პატრიოტთა ალიანსი“ – 4 მანდატი;
„ლეიბორისტული პარტია“ – 1 მანდატი;
„მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ – 2 მანდატი;
„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 მანდატი;
„გირჩი“ – 4 მანდატი;
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 90 მანდატი, აქედან 60 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული;
„ლელო“ – 4 მანდატი.