logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ აუცილებლად ისე წარვმართავთ პროცესს, როგორც ეს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესში იქნება
- +

3 დეკემბერი. 2020. 18:50

 

 

„პირველ რიგში ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება პარლამენტის სხდომაზე, მისი ნაწილი მაინც, თუ სრულად არა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, დაახლოებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოპოზიცია ფაქტობრივად არ მონაწილეობდა საპარლამენტო ცხოვრებაში.

 

„სამწუხაროდ, ფაქტს, რომ ჩვენ გვყავს დესტრუქციული ოპოზიცია, მივეჩვიეთ. სამწუხარო პოლიტიკური რეალობაა ჩვენი ასეთი, რადგან ამ მოწვევის პარლამენტშიც თითქმის, ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მსგავს დესტრუქციულ სცენარს ვადევნებდით თვალს. ოპოზიცია ფაქტობრივად არ მონაწილეობდა საპარლამენტო ცხოვრებაში. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ პირველ რიგში იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება პარლამენტის სხდომაზე, მისი ნაწილი მაინც თუ სრულად არა, თუმცა, თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ისინი არ შემოვიდნენ პარლამენტში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ აუცილებლად ისე წარვმართავთ პროცესს, როგორც ეს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესში იქნება. რა თქმა უნდა, პარლამენტი შეკრებას სამართლებრივი თვალსაზრისით პარლამენტის შეკრებას და მეტიც, ოთხი წლის განმავლობაში მის ფუნქციონირებას წინ არაფერი უდგას“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner