logo_geo
eng_logo
ბათუმში კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა
- +

3 დეკემბერი. 2020. 20:11

 

 

ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ კორონავირუსით 31 წლის ქალი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალს 25 ნოემბერს საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიარო სახლში გაუკეთდა, ორი დღის შემდეგ კი გართულებებით „მედინაში“ გადაიყვანეს.

 

„მრავალი პაციენტი გვყავს გადარჩენილი, თუმცა დღეს ვერ შევძელით პაციენტის გადარჩენა, ვინაიდან მას ფილტვის მძიმე დაზიანება ჰქონდა კორონავირუსის ინფექციის გამო. ის ბათუმის სამშობიარო სახლში იწვა, კორონავირუსის დიაგნოზით. მიუხედავად ადეკვატური მკურნალობისა, მისი მდგომარეობა უარესდებოდა, კერძოდ, გამოხატული კლინიკური ცვლილებები ჰქონდა,  ასევე სუნთქვის უკმარისობა, რომელიც მოქმედებდა მისი, როგორც ორსულის მდგომარეობაზე, ასევე აისახა ნაყოფის მდგომარეობაზე.

 

25 ნოემბერს მისი მდგომარეობა დამძიმდა და საკეისრო კვეთა ჩატარდა. ბავშვის მდგომარეობა კარგია, გაეწერა სახლში. სამწუხაროდ, დედის მდგომარეობა დამძიმდა და 27 ნოემბერს კლინიკა „მედინაში“ გადმოიყვანეს. კვლევის შედეგად, მას პნევმონია და ფილტვის 23-პროცენტიანი დაზიანება დაუდგინდა. პაციენტს მაღალი ნაკადით ჟანგბადი მიეწოდებოდა. პირველ და ორ დეკემბერს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა გუშინ საღამოს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია მოხდა, რომელმაც გამოიწვია გულის გაჩერება. ფილტვის რეანიმაცია ჩატარდა, მაგრამ დღეს შუადღით გული გაჩერდა. სამწუხაროდ, რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო. ჩვენთვის ცნობილია, რომ მას თანმდევი დაავადება არ ჰქონდა“,- განაცხადა კლინიკა „მედინას“ ექიმმა, ჯუმბერ უნგიაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner