logo_geo
eng_logo
ლია კრიალაშვილი: შუბლზე ძარღვგაწყვეტილ ქალებს ვეკითხები – სააკაშვილის რეჟიმს თქვენი შვილები რომ ჩაეცხრილათ რას იზამდით?
- +

3 დეკემბერი. 2020. 21:39

 

 

„გამწარებულები რომ ხავიხართ, ივანიშვილი წავიდესო, ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში? – თქვენ, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ ხალხის გაუპატიურებაზე თვალს ხუჭავდით თუ ვანო მერაბიშვილი, რომელიც ტელეკამერების წინ ორ გვამს ითხოვდა?“ - ამის შესახებ ე.წ. მუხროვანის ამბოხის დროს მოკლული გია კრიალაშვილის დამ ლია კრიალაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„სწორედ ამ ურცხვ, შუბლზე ძარღვგაწყვეტილ ქალებს – ხატია დეკანოიძეს, სალომე სამადაშვილს, ირმა ნადირაშვილს და ელენე ხოშტარიას ვეკითხები – სააკაშვილის რეჟიმს თქვენი შვილები რომ ჩაეცხრილათ ქუჩაში, რას იზამდით? ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხართ, რას განიცდიდა ირინა ენუქიძე? გურამ შარაძის ოჯახი? რა ტკივილით წავიდა დედაჩემი ამ ქვეყნიდან? თქვენი ვაჟკაცი ძმისთვის რომ მიეკერებინათ მოღალატის იარლიყი და თავის მართლების გარეშე ჩაეცხრილათ ქუჩაში, მაშინ ხომ სულ სხვა ნოტზე იჭიკჭიკებდით?

 

გამწარებულები რომ ხავიხართ, ივანიშვილი წავიდესო, ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში? – თქვენ, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ ხალხის გაუპატიურებაზე თვალს ხუჭავდით თუ ვანო მერაბიშვილი, რომელიც ტელეკამერების წინ ორ გვამს ითხოვდა? თქვენ არ ხართ ქართველი ერი, თქვენ ხართ სისხლიანი რეჟიმის მხარდამჭერი სექტა, საქართველოს მტრები და ამ ხელისუფლებაზე სწორედ იმიტომ ვარ გაბრაზებული, რომ თქვენნაირ ნაძირალებს ხალხის სახელით საუბრის უფლება მისცა!“ - განაცხადა ლია კრიალაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner