logo_geo
eng_logo
ლია კრიალაშვილი: მევახშე ხაზარაძე მასხრად გვიგდებს!
- +

3 დეკემბერი. 2020. 22:44

 

 

ნეტა, იმ ადამიანების ტვინში ჩამახედა, ვისაც მისი გულწრფელობის სჯერა? ხაზარაძესთან შედარებით სოლიდარულად გამოიყურება ნარკომანების ბელადი გირჩი ჯაფარიძე, გულწრფელი მაინც არის! - ამის შესახებ ე.წ. მუხროვანის ამბოხის დროს მოკლული გია კრიალაშვილის დამ ლია კრიალაშვილმა გაზეთ „ასავალ დასავალს“ გუბაზ სანიკიძეზე საუბრისას განუცხადა.

 

როდესაც სექტის მიერ გამართულ აქციას ვუყურებ, სულ მინდა, ერთი შეკითხვა დავუსვა ხაზარაძეს.

 

„დღეს რომ ამბობს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის გასასტუმრებლად ვდგავარ ნაციონალების გვერდითო, როდის არ იყო სააკაშვილის მოკავშირე? მართლა სჯერა იმის, რომ ხალხს აღარ ახსოვს, როგორ წაართვა „თიბისი ბანკმა“ ათასობით ადამიანს უკანასკნელი თავშესაფარი? ასეთი გულუბრყვილო და უტვინო ჰგონია ქართველი ხალხი? მევახშე ხაზარაძე მასხრად გვიგდებს! ვის უნდა დავუდგეთ გვერდით, კაცს, რომელმაც ედუარდ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული გადაჭამა საქართველო? რომელმაც ათასობით ადამიანი დატოვა ქუჩაში? ჯერ ხელკეტებით დასდევდა ხალხს ქუჩაში და მერე ბანკით ატყავებდა!

 

მახსოვს, ერთხელ ხუთი თეთრი დამრჩა გადასახდელი და 20 ლარი ჯარიმა დამაწერეს. ამ კაცმა საერთოდ როგორ უნდა ამოიღოს ხმა? ნეტა, იმ ადამიანების ტვინში ჩამახედა, ვისაც მისი გულწრფელობის სჯერა? ხაზარაძესთან შედარებით სოლიდარად გამოიყურება ნარკომანების ბელადი გირჩი ჯაფარიძე, გულწრფელი მაინც არის!“ - განაცხადა ლია კრიალაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner