"არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე, ნიკოლოზ პატარქალიშვილი „ლელოს“ ორ მნიშვნელოვან პროექტზე ესაუბრა. მკითხველი თავად შეაფასებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება ქართული ფეხბურთის მომავლისათვის.
„2020 წლის 22 ნოემბერს, "არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე, ნიკოლოზ პატარქალიშვილი მიწვეული იყო კოლუმბიის მარი კანოს ფონდისა და ხაიმე იზასა კოდავიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტების მხარდაჭერითა და პროფესორ კარლოს ალბერტო ლოპეზ პოსადას ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამერიკის კონტინენტის ქვეყნებისა და ევროპიდან, იტალიის კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორებმა.
ამ შეხვედრაზე, მათ მოიწონეს "არგენტინის სახლი საქართველოში" სახელმწიფო მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტი და მზადყოფნა გამოთქვეს ამ პროექტით გათვალისწინებულ მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი - "პელეს თასზე" საერთაშორისო ტურნირის საზეიმო გახსნის, დახურვისა და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე. აგრეთვე, მათი ქვეყნებიდან ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანაზე, რომელიც იგეგმება 2021 წლის, სექტემბერ- ოქტომბერში.
მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და "ქართუ" ფონდის დამფუძნებლის ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახელზე, პარტიის ცენტრალურ ოფისში რეგისტრაციაში გატარდა საერთაშორისო ასოციაციის "არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარის, ნიკოლოზ პატარქალიშვილის წერილი. საკითხი ეხება, სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტზე, არგენტინიდან "ფიფას" მატჩების აგენტისა და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ბატონ გილერმო ტოფონის მხარდაჭერას, მის მოწვევასა და მიღებას ამა წლის 18 დეკემბრამდე, საქართველოში.
ტოფონიმ ბატონ ბიძინა ივანიშვილსა (პარტიაში და ქართუ ფონდში) და პრემიერ მინისტრ ბატონ გიორგი გახარიას 8 ივნისს წერილები გამოუგზავნა არგენტინიდან ამ პროექტის მხარდაჭერისა და მისი ვიზიტის შესახებ საქართველოში. წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან განსახილველად გაეგზავნათ საგარეო და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს. ეს წერილი, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ გაეგზავნათ აღნიშნულ სამინისტროებს გილერმო ტოფონის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით, რომელიც მზად არის გვესტუმროს მიმდინარე წლის . 18-20 დეკემბრამდე.
ტოფონის წერილის თარგმანი რომელიც იხილება ზემოთ აღნიშნულ სამინისტროებში. ანალოგიური წერილი ასევე გაეგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს
პროექტი მოიწონა ილია - II-მ მის უწმინდესობასთან მიღებისას 2018 წლის 16 მარტს და საპატრიარქოდან სარეკომენდაციო წერილები გაეგზავნათ მაშინდელ პრემიერ მინისტრებს გიორგი კვირიკაშვილსა და მამუკა ბახტაძეს. აგრეთვე, თბილისის მერს კახა კალაძეს.
კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის " არგენტინის სახლი საქართველოში" მიერ მომზადებული სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი, ხელს შეუწყობს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და პარაგვაის ქვეყნებთან კულტურული, სპორტული, ტურისტული და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
აგრეთვე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას. ასევე, საქართველოსა და, აფხაზ და ოს ხალხებთან - ერთიან ძმურ ოჯახში ცხოვრებას.
რესეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის დავალებით, "არგენტინის სახლი საქართველოში" პროექტი განიხილეს საგარეო და სპორტის სამინისტროებმა, საიდანაც მიღებული გვაქვს მადლობის წერილები!!
საყურადღებოა, რომ პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საერთაშორისო ტურნირს, რომელიც მიეძღვნება მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნას. ტურნირის სლოგანია : "ფეხბურთი, როგორც დროთა კავშირი, მშვიდობისა და მეგობრობისათვის"
რუსეთის ფედერაციიდან ასევე მიღებულია მხარდაჭერა, ქალაქ სოჭში, სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე ტურნირის ერთი, ან ორი თამაშის ჩატარების შესახებ.
ტურნირი ჩატარდება "პელეს თასზე"- მისი თანდასწრებით და მოწვეული იქნებიან: არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაის, პარაგვაის, რუსეთის ფედერაციის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები.
თამაშების ტელერეპორტაჟები გადაიცემა ამერიკის კონტინენტის, რუსეთის ფედერაციის, ევროპისა და სხვა ქვეყნებში. პროექტის განხორციელება იგეგმება 2021 წლის სექტემბერ- ოქტომბერში.
პროექტში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას, საწარმოების შექმნასა და ჯანმრთელი ახალგაზრდობის აღზრდისა და ფეხბურთის განვითარების მიზნით არგენტინის ფეხბურთის აკადემიებისა და ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნას.
"ფიფას" მატჩების აგენტი, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გილერმო ტოფონი, მზადყოფნას გამოთქვამს და საჭიროდ თვლის, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის ორგანიზებისთვის შეხვდეს საქართველოს ხელისუფლებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს ა.წ. 18-20 დეკემბრამდე
საკითხით ინფორმირებული არიან: ბატონები: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია, კახა კალაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.
ტოფონის ჩამოსვლა საქართველოში იმ კუთხითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ქვეყანაში იგეგმება საფეხბურთო აკადემიების გახსნა რამდენიმე ქალაქში. გეგმშია ის, რომ ტოფონი ესტუმროს ქუთაისს, ბათუმს, მცხეთას, ზუგდიდს, ფოთს, თელავს, ზესტაფონს, სიღნაღს და საქართველოს სხვა ქალაქებს
ტოფონი ელოდება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მისი მოწვევისა და მიღების შესახებ. ის უკვე იყო მიწვეული ამერიკის შეერთებულ შტატებში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და სხვა ქვეყნებში. მას აქვს არაერთი მიწვევა სხვადასხვა ქვეყნებში და ახლა აქვს დრო, ჩამოვიდეს საქართველოში. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ტოფონის სპორტული სტუმართმოყვარეობით დავხვდებით.ეს არის დიდი სახელმწიფოებრივი ფა საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი“, - ნათქვამია "არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარის ნიკოლოზ პატარქალიშვილის განცხადებაში.