logo_geo
eng_logo
ეკა ჩხეიძე: მე- აუღებელი ციხესიმაგრე
- +

4 დეკემბერი. 2020. 00:36

 

 

„დამიბარეს კინოსტუდიაში და გავხდი სოფო“, - მსახიობი ეკა ჩხეიძე, „კვირის- პალიტრასთან“  ინტერვიუში „მაგდანას ლურჯაში“ მის როლზე საუბრობს.

 

„მუსიკალურ სკოლაში მოვიდნენ რეზო და თენგიზი. თეორიის პედაგოგი გავაბრაზე და გარეთ ვიყავი გაგდებული. დირექტორთან რომ შევიდნენ, უთქვამთ, ერთი პატარა გოგო ვნახეთ გარეთ და თუ შეიძლება შემოიყვანეთო. დირექტორს შევრჩი მე, აუღებელი ციხესიმაგრე – ასე მეძახდა. ჰოდა, დამიბარეს კინოსტუდიაში და გავხდი სოფო.

 

სხვათა შორის, გადაღების დროს, გაგვაფრთხილეს, ნამდვილი სახელებით არ მიგვემართა ერთმანეთისთვის და დღემდე დავრჩით მიხოდ, კატოდ და სოფოდ.

 

არ დამავიწყდება მათი ჩხუბი. მიხოს თმ უნდა მოექაჩა და კატოს ეტირა. კამერის ჩართვამდე უთანხმდებოდა ხოლმე მიხო, იცოდე, მაგრად არ მომქაჩოო. თუ მაგრად მოქაჩავდა, იბუტებოდა.“ - ამბობს ეკა ჩხეიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner