logo_geo
eng_logo
ნიკა ჩიტაძე: მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს
- +

4 დეკემბერი. 2020. 00:54

 

 

ძალიან კარგად მესმის, რომ 2020 წელს საქართველოში შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა შემცირდეს დაახლოებით 40%-ით და ამაში ექსტრაორდინალურს ვერაფერს ვხედავ, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდეს, - ამის შესახებექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

 

„ერთი მხრივ, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეს, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში არ შეიძლება არ მახარებდეს, როდესაც ქვეყნის რეიტინგი ამა თუ იმ მიმართულებით, სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიმართულებით უმჯობესდება და ამას აღნიშნავენ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ, თუმცა ამ შემთხვევაში კითხვები არსებობს თუნდაც ინვესტიციების შემოდინებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგად მესმის, რომ 2020 წელს საქართველოში იგივე მსოფლიო „ბანკის მონაცემებით“ შესაძლებელია იგივე ინვესტიციების მოცულობა შემცირდეს დაახლოებით 40%-ით და ამაში ექსტრაორდინალურს ვერაფერს ვხედავ, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდეს. თუ 2019 წელს საერთაშორისო ინვესტიციები, როგორც საპორტფელო, ასევე პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა შეადგენდა 1 ტრილიონ 500 მილიარდ აშშ დოლარს, შესაძლებელია, რომ 500 მილიარდი დოლარით იქნას შემცირებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში გასაგებ მიზეზთა გამო“,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „იმედის“ ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner