logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: უდანაშაულო ადამიანების სისხლით დაშხეფილი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სხეულს, ვერანაირი მანტია ვერ შენიღბავს
- +

4 დეკემბერი. 2020. 02:49

 

 

„„სტრასბურგის სასამართლოს მიერ როინ შავაძის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება კიდევ ერთი განაჩენია ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელსაც ახლა „დემოკრატიული ოპოზიციის“ მანტია მოუსხამს და ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს, თუმცა, უდანაშაულო ადამიანების სისხლით დაშხეფილ მის პოლიტიკურ სხეულს ვერანაირი მანტია ვერ შენიღბავს“, -  ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტი როინ შავაძე ცხინვალიდან ბათუმში, საკუთარ ოჯახში, 2008 წლის 14 აგვისტოს დაბრუნდა. ორ დღეში კი ბათუმში, „ოქროს ბირჟასთან“ ოცამდე ნიღბიანი და შეიარაღებული სპეცრაზმელი დაესხა თავს. ძირს დააგდეს და გამეტებით ურტყამდნენ.

– ეს კაცი სამშობლოს მოღალატეა და მის გამო ათეულობით ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა! – ყვიროდნენ სპეცრაზმელები შეჯგუფებული ხალხის გასაგონად.

20 შეიარაღებულ სპეცრაზმელს უპრობლემოდ და უმტკივნეულოდ შეეძლო ერთი იურაიაღო სერჟანტის დაკავება, მაგრამ გამიზნულად სცემდნენ ხალხის დასანახავად. „სამშობლოს მოღალატის“ საჩვენებელ დასჯას აწყობდნენ.

იმავე საღამოს, თითქმის მთელი დღის განმავლობაში ძებნის შემდეგ, როინ შავაძის მეუღლემ და ახლობლებმა ტყვიებით დაცხრილულ სერჟანტის ცხედარს ბათუმის მორგში მიაკვლიეს!

22 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი – ყველა წინა მხრიდან შემავალი, რაც აბათილებდა ნაცრეჟიმის მიერ შეთხზულ მითს – შავაძე გაქცევის მცდელობისას მოვკალითო. თუ გარბოდა, ზურგი უნდა ჰქონოდა დაცხრილული და არა – გულმკერდი, მაგრამ როინ შავაძეს არც მომხდურისთვის და არც შინაური მტრისთვის ზურგი არ უჩვენებია.

სერჟანტის ცხედარს ხელის თითები გადამსხვრეული ჰქონდა და კანზე ისე ეკიდა, გაპატიოსნების დროს „სკოჩით“ მიამაგრეს; მთელ სხეულზე – ჰემატომები, მარცხენა ბარძაყი – მოტეხილი, კისერი – გადამტვრეული, ხერხემლის მალები – ჩამსხვრეული, მკლავები – დამტვრეული. აშკარა იყო, რომ ჯერ სასტიკად აწამეს, მერე კი დახვრიტეს!“, - წერს ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner