„მიმდინარეობს მუშაობა, რომ პირდაპირი კონტაქტებით ვაქცინა უფრო ადრე მივიღოთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ვაქცინა მოსახლეობის 20 პროცენტისათვის, დაახლოებით 700 000 ადამიანისთვის არის შეკვეთილი. იმედი გვაქვს, რომ COVAX-ის პლატფორმა ამ ვაქცინას მოგვაწოდებს გაზაფხულზე, მარტი-აპრილის თვეებში. მწარმოებელ ქვეყნებთან უკვე მიმდინარეობს მუშაობა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, რომ თუ შესაძლებელი იქნება, პირდაპირი კონტაქტებით უფრო ადრე მივიღოთ ვაქცინები“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.