ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 65 220 856 შემთხვევა გამოვლინდა, 1 506 250 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 41 934 467 - გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 14 139 703 შემთხვევაა გამოვლენილი და 276 325 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.