logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი ამერიკელებს სთხოვს, ნიღაბი 100 დღის განმავლობაში ატარონ
- +

4 დეკემბერი. 2020. 11:01

 

 

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამერიკელებს სთხოვს, პირბადე 100 დღის განმავლობაში ატარონ. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

შესაბამის მიმართვას ჯო ბაიდენი ინაუგურაციის დღეს გეგმავს. მისი თქმით, ეს ზომა COVID19-ის შემთხვევებს შეამცირებს. ჯო ბაიდენი ასევე გეგმავს გამოსცეს ბრძანება, რომლის თანახმადაც აშშ-ის სამთავრობო შენობებში პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდება.

 

„ნიღბები უნდა გამოვიყენოთ ასევე სატრანსპორტო საშუალებებში“, - აღნიშნა ბაიდენმა.

 

ამავე ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს საქმიანობის გაგრძელება სთხოვა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner