-
+
4 დეკემბერი. 2020. 11:05
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს საქმიანობის გაგრძელება სთხოვა. ბაიდენი ენტონი ფაუჩის სამედიცინო საკითხებში მთავარ მრჩევლობას სთავაზობს.
ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს სთხოვა, რომ ასევე მრჩევლის პოზიციაზე იმუშაოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ გუნდშიც.
მისივე თქმით, ის საჯაროდ გაიკეთებს COVID19-ის ვაქცინას, როდესაც ფაუჩი იტყვის, რომ ის უსაფრთხოა.
ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
წყარო :