logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: დაანებეთ მუზეუმებს თავი, მანიაკებო!
- +

3 ივლისი. 2016. 01:06


 

„რა უნდა დავწერო, არც ვიცი... დაანებეთ მუზეუმებს თავი, მანიაკებო! საკუთარ სახლებში ჩაატარეთ მსხვერპლშეწირვის რიტუალები, თეფშიც დაატრიალეთ და ბავშვებიც შეჭამეთ, თუ გინდათ.

 

კულტურის სამინისტრო, თბილისი მერია, თქვენი ლოგოებიც ადევს აფიშას. თუ ვცდები, ბოდიშს მოვიხდი და თუ არა, მაშინ - უკუნი და ბნელეთი თქვენ და არგადარჩენა ერთად!"- ასე ეხმაურება რუსუდან შარაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში 3 ივლისს გამოფენის ,,მე ვხედავ თითებით" ფარგლებში, ინსტალაცია „მსხვერპლშეწირვა - სტატიკური დრამა" მოეწყობა.




სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში 3 ივლისს გამოფენის ,,მე ვხედავ თითებით" ფარგლებში, ინსტალაცია ,,მსხვერპლშეწირვა - სტატიკური დრამა" მოეწყობა.


როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ,,მსხვერპლშეწირვა - სტატიკური დრამა" მნახველს განაწყობს, მსხვერპლშეწირვის თემა განიცადოს პირადი ცოდნიდან, გამოცდილებიდან, მგრძნობელობიდან და დამოკიდებულებიდან გამომდინარე. სივრცეში მოხვედრილი დამთვალიერებელი თავისდაუნებურად გახდება ინსტალაციის თანამონაწილე, რომელშიც პოეტური ფორმით არის წარმოჩენილი ძალადობის თემა.

"სივრცის დიზაინის ყველა დეტალი გამიზნულია, რომ აღქმის პროცესში ჩართული იყოს ადამიანის ოთხი ძირითადი გრძნობა - მხედველობა, სმენა, ყნოსვა და შეხება. ფიზიკური კონტაქტი ორგანულ მასალასთან (მაყურებელს საშუალება ეძლევა ფეხსაცმელი დატოვოს ინსტალაციის სივრცის გარეთ და ფეხშიშველმა შეაბიჯოს იატაკზე და ფენილ მატყლზე), სპეციალურად ინსტალაციისთვის შექმნილი მუსიკა, საკმევლის სურნელი როგორც ატმოსფეროს არსებითი ნაწილი, მთავარი ფიგურის სხეულიდან ჩამოღვენთილი სისხლის წვეთების იმიტაცია -ყველაფერი ატარებს სიმბოლურ დატვირთვას და ქმნის სივრცეს, სადაც კონცეფცია ტრანსფორმაციას განიცდის დამთვალიერებლის წარმოსახვაში ფიქრის პროცესის მექანიზმით და ბიძგს აძლევს მას თემის მრავალმხრივი ინდივიდუალური ინტერპრეტაციისთვის. ინსტალაციის მიზანია დამთვალიერებელი ჩართოს შემოთავაზებულ თემაზე ფიქრის პროცესში და ამ გზით აქციოს შექმნილ სივრცეში წარმოდგენილი მოვლენის თანამონაწილედ. ეს არის დრამა შთაბეჭდილების, აღქმის, რომელიც თვითმხილველის გონებაში, მის წარმოსახვით პერსპექტივაში ვითარდება.


ინტალაციაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა მასალა: მატყლი, მანეკენი, ხის და ლითონის კონსტრუქცია, პოლიეთილენის ავზი, შლანგი, გლიცერინი, ორგანული საღებავი, ძრავა, ვაზის ტოტები, ელექტრო განათება, ხმა, ხმის გამაძლიერებლები, საკმეველი", - ნათქვამია ინფორმაციაში.


პროექტი წარმოდგენილი იყო პრაღასა (მე-12 კვადრიენელე, 2011 წ.) და თბილისში (არტისტერიუმი 2012 წ.).


ინსტალაციის ავტორები არიან გიო ჯანიაშვილი (კონცეფცია, ვიზუალური დიზაინი, ხმოვანი ინსტალაცია) და დავით ჯანიაშვილი (ვიზუალური დიზაინი, ტექნიკური კონსტრუქცია).


გამოფენა ,,მე ვხედავ თითებით" და ინსტალაცია 2016 წლის 15 ივლისამდე გაგრძელდება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner