logo_geo
eng_logo
ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონში ინიციატივის მოსაპოვებლად გზა უნდა ვიპოვოთ, ამას ხელს შეუწყობდა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის შეთავაზება
- +

4 დეკემბერი. 2020. 11:07

 

 

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვზრუნავთ რეგიონზე, ასევე უნდა შევძლოთ, ვიპოვოთ გზა შავი ზღვის რეგიონში ინიციატივის მოსაპოვებლად; საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის შეთავაზება კი ამას ხელს შეუწყობდა“, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „Europe Time“-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

„ვიმედოვნებ, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დაჩქარდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც წარმოადგენს შავი ზღვის დიდ რეგიონში კონკურენციის ძირითად ნაწილს.

 

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვზრუნავთ რეგიონზე, ასევე უნდა შევძლოთ, ვიპოვოთ გზა შავი ზღვის რეგიონში ინიციატივის მოსაპოვებლად; საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის შეთავაზება კი ამას ხელს შეუწყობდა.

 

კრემლს არ სჭირდება რაიმე პროვოკაცია, ის აკეთებს იმას, რაც სურს და შემდეგ ცდილობს, სხვები დაადანაშაულოს, ამიტომაც გვაქვს განგრძობადი ყალბი ნარატივი. რეალურად, ჯობს იყო ძლიერი და საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა, კრემლი მხოლოდ ძალას სცემს პატივს“, - აღნიშნავს ბენ ჰოჯესი.

 

ჰოჯესი ასევე იმედოვნებს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება დაჩქარდება და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში აშშ საქართველოში როტაციულ ძალებს გაზრდის.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner