ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 109 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - შესაბამის მონაცემებს ე.წ. კოვიდ 19-სგან მოსახლეობის დაცვის შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 86 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 24-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 31 ინფიცირებული იმყოფება.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 6 313 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 84 პაციენტი დაიღუპა, 4 257 კი - გამოჯანმრთელდა.