logo_geo
eng_logo
მარია ზახაროვა: NATO უკრაინასა და საქართველოს თავისკენ ექაჩება და ერთობლივი წვრთნებისა და მანევრების დროს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის
- +

4 დეკემბერი. 2020. 11:10

 

„მოსკოვი შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში NATO-ს სამხედრო აქტიურობით“, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

 

„ბულგარეთსა და რუმინეთში ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ხორციელდება და მათ ტერიტორიებზე თავდასხმითი იარაღის განთავსება ხდება. სამხედრო წვრთნების სცენარი კი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმასაც მოიცავს“, - განაცხადა ზახაროვამ.

 

მისი თქმით, ეს ყველაფერი მოსკოვს შეშფოთების საფუძველს აძლევს.

 

„ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ იძულებულნი ვართ გავითვალისწინოთ ალიანსის მზარდი სამხედრო საქმიანობა. შავი ზღვის რეგიონს სანაპირო ქვეყნების ძალების საშუალებით მშვიდობის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება აქვს. ახალი აქტორის გამოჩენა, რომელიც საუკეთესო განზრახვით არ არის მოსული, არყევს რეგიონალურ სტაბილურობას“, - აღნიშნა ზახაროვამ.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ NATO უკრაინასა და საქართველოს თავის საქმიანობისკენ ექაჩება და ერთობლივი წვრთნებისა და მანევრების დროს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner