logo_geo
eng_logo
პორტუგალია მოსახლეობის უფასო და ნებაყოფლობით ვაქცინაციას იანვრიდან იწყებს
- +

4 დეკემბერი. 2020. 11:15

 

„პორტუგალიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმა წარადგინა, რომელიც მოსახლეობის ნებაყოფლობით და უფასოდ აცრას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის პირველი ფაზა მომავალი თვიდან დაიწყება და თავდაპირველად მოსახლეობის 10%-ს მოიცავს.

 

პრიორიტეტი მიენიჭება 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ, როგორიცაა კორონარული დაავადება ან ფილტვების პრობლემები, ასევე ჯანდაცვის, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროების სპეციალისტებს, მოხუცთა თავშესაფრებისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების პერსონალს.

 

ვაქცინაციის პირველი ფაზა იანვრიდან თებერვლამდე პერიოდში დასრულდება, გაჭიანურების შემთხვევაში კი არ არის გამორიცხული, აპრილამდეც გახანგრძლივდეს.

 

გეგმის თანახმად, მეორე ფაზის ფარგლებში კიდევ 2.7 მილიონი ადამიანი აიცრება და ძირითადად 65 და 65 წელს გადაცილებულ პირებს მოიცავს. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ვაქცინაცია კი მესამე ფაზის დროს მოხდება.

 

პორტუგალიის ჯანდაცვის მინისტრის, მარტა ტემიდოს, თქმით, ქვეყანა ვაქცინის 22 მილიონი დოზის შეძენას აპირებს, რისთვისაც 200 მილიონ ევროს გადაიხდის. მისი ინფორმაციით, ვაქცინების შეძენასთან დაკავშირებით პორტუგალიამ შეთანხმებას უკვე მიაღწია „CureVac“-თან, „Pfizer-BioNTech“-თან, „Moderna“-სთან, „Johnson&Johnson“-თან, „Sanofi“-სა და „GSK“-სთან.

 

ცნობისათვის, პორტუგალიაში, რომლის მოსახლეობა 10 მილიონს შეადგენს, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 307 618 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 4 724-ია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner