logo_geo
eng_logo
საფრანგეთში, შესაძლოა, ათობით მეჩეთი დაიხუროს
- +

4 დეკემბერი. 2020. 11:57

 

საფრანგეთში მოქმედ 76 მეჩეთში რეიდი ჩატარდება. ამის შესახებ განკარგულება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დერმანენმა პირადად გასცა.

 

16 მეჩეთი, სადაც პოლიციამ შემოწმება უნდა ჩაატაროს, პარიზსა და მის შემოგარენში მდებარეობს.

 

16 ოქტომბერს პარიზში მოსწავლეების მიერ ისტორიის მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ ადგილობრივ მეჩეთებსა და მუსლიმანების დასახლებებში რეიდები დაიწყო.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის განცდებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საფრანგეთში „ექსტრემისტულ ისლამთან“ დაკავშირებით 43 მეჩეთი დაიკეტა.

 

47 წლის სამუელ პატი გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის 18 წლის რუსეთის მოქალაქემ, წარმოშობით ჩეჩენმა, აბდულაჰ ანზოროვმა თავი მოჰკვეთა.

 

მომხდართან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, მკვლელობას „ისლამისტური ტერაქტი“ უწოდა.

 

ანზოროვის ნათესავების გარდა დააპატიმრეს რადიკალი რელიგიური მოღვაწე, საფრანგეთის იმამთა საბჭოს წევრი აბდელჰაკიმ სეფრიუი და ბრაჰიმ შნინა. სწორედ მათ გაავრცელეს სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა, რომ გაკვეთილზე მომხდარი ინციდენტის გამო ისტორიის მასწავლებლისთვის „რაღაც მოეხერხებინათ“.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner