„საბედნიეროდ, ორსულებსა და ბავშვებში ეს ვირუსი ვერაგად არ მიმდინარეობს“, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„ადრე ვამბობდით, რომ კორონავირუსს სეზონურობა ახასიათებს, მაგრამ ეს ასე არ არის, ერთადერთი, რაც ჩვენმა პრაქტიკამ გვაჩვენა - საბედნიეროდ, ორსულებსა და ბავშვებში ეს ვირუსი ვერაგად არ მიმდინარეობს, დანარჩენი შემთხვევა არ არის დამოკიდებული ასაკსა და თანმდევ დაავადებაზე“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
მისი თქმით, მიუხედავად კოვიდ-ინფიცირებისა, დედა და ახალშობილი ერთმანეთს არ სცილდებიან.