logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია ნიკა რურუაზე: წინა ხელისუფლების ჯალათებს მოლაშვილი პოლიტიკურ პატიმრად რომ მოეხსენებინათ, გამიკვირდებოდა
- +

3 ივლისი. 2016. 01:21



ყოფილმა პოლიტპატიმარმა და ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ნაცისტური გერმანიის პოლიტიკოსსა და სამხედრო მოღვაწეს ჰერმან გერინგს შეადარა, რომელმაც განაცხადა, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში არავითარი ხოცვა-ჟლეტა არ ხდებოდა და ყველაფერი მითი იყო. აღნიშნული განცხადება მაისაიამ ნიკა რურუას საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც „კვირას" პრესკლუბში განაცხადა, რომ „სულხან მოლაშვილი არც პოლიტიკური პატიმარი ყოფილა და არც ციხეში უწამებიათ".

 

„მელა საკუთარ კუდს ხომ არ წაუკიდებს ცეცხლს? მე მოგიყვანთ გერინგის მაგალითს, როდესაც გერინგმა ღიად თქვა, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში ადამიანებს არ ხოცავდნენ, არც წვავდნენ, არც ანადგურებდნენ და ეს ყველაფერი იყო მითი. გერინგისა და რურუას სიტყვები რატომღაც ერთმანეთს წააგავს. როგორც ჩანს, გერინგი იყო მისი ფავორიტი და არ გამიკვირდება, რომ ნაცისტური გერმანია იყოს რურუას იდეალური ქვეყანა.

 

წინა ხელისუფლების ჯალათებს, რომლებიც პოლიტიკურ მკვლელობებს ახორციელებდნენ, გამიკვირდებოდა, სულხან მოლაშვილი პოლიტიკურ პატიმრად რომ მოეხსენებინათ", -განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „კვირასთან" საუბრისას.



მისივე თქმით, სულხან მოლაშვილი პოლიტპატიმრად არამარტო ევროსასამართლომ, არამედ საქართველოს უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ აღიარა.


„როგორც ჰიტლერი, გერინგი და გებელსი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჰოლოკოსტი არ ყოფილა, ისე არიან წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც", - დასძინა მაისაიამ.


კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ მათი ხელისუფლების დროს საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ ყოფილან. აღნიშნული განცხადება საქართველოს კულტურის ყოფილმა მინისტრმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას" წარმომადგენელმა პორტალ „კვირას" პრესკლუბში გააკეთა. რურუა წინა ხელისუფლების პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილ უფროსს სულხან მოლაშვილსაც. რურუას თქმით, ის მოლაშვილის საქმეს კარგად არ იცნობს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის არც პოლიტიკური პატიმარი ყოფილა და არც ციხეში უწამებიათ. კულტურის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ საუბრები მისი წამების შესახებ მხოლოდ მითებია.


„ჩვენი ხელისუფლების დროს საქართველოში პოლიტპატიმრები არ იყვნენ, ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავდა. წინა ხელისუფლების პერიოდში საქართველო აწარმოებდა კარგ და ეფექტურ საგარეო პოლიტიკას.

 

წინა ხელისუფლების დროს საქართველოში შემოდიოდა ბევრად მეტი ინვესტიცია, ქვეყანა მიდიოდა წინ და არა უკან, როგორც დღეს მიდის. გადაცდომები და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები იყო, მაგრამ ის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამისთვის წააგო წინა ხელისუფლებამ არჩევნები დემოკრატიულად", - განაცხადა ნიკა რურუამ.

 

 

 

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტპატიმარი სულხან მოლაშვილი, რომლის წამების შესახებ ევროსასამართლოს დადგენილებაშიც წერია და რომლის წინაშეც სტრასბურგმა სახელმწიფოს კომპანსაცია დააკისრა, რურუამ ასე უპასუხა: „ამ საქმეს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ პოლიტპატიმარი ეს კაცი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ის არ იყო პოლიტიკოსი. ის ჩინოვნიკურ დანაშაულში, რამდენადაც ვიცი, ქრთამის საკითხზე იყო დაკავებული. დიდი პიარკამპანია აგორდა, წამება, ისა, ესა .... რაც მე მგონია ტყუილი. მე არ მინახავს მისი ნაწამები კადრები და დარწმუნებული ვარ, ის ნაწამები არ იყო. ეს მითოლოგიაა და ასე იოლად ნუ იჯერებთ. შეიძლება პროცედურული ნორმები იყო დარღვეული და დიდი შანსია, რომ მან პროცესი ამიტომ მოიგო. რომელი პოლიტიკური პატიმარი იყო ის, პოლიტიკური რწმენისთვის იჯდა მოლაშვილი? კარგად არ ვიცნობ ამ საქმეს", - აღნიშნა ნიკა რურუამ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner