logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: მე სისხლი მტკივა... ვერ ვინელებ ჩემს შვილს...
- +

3 ივლისი. 2016. 01:32



ჯამბულ გამცემლიძემ გადაცემაში „პრიორიტეტი" მისი შვილის, გიორგი გამცემლიძის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართლიანობა მართლაც არ აღმდგარა, რადგან უამრავი შვილმოკლული მშობელი სამართალს ისევ ელის, ხოლო დამნაშავეები ქუჩებში თავისუფლად სეირნობენ.


გამცემლიძის თქმით, მან თბილისი  დატოვა...


„ჯერჯერობით შესრულებული ჩემს მიმართ არაფერი არ არის. ჩემი შვილის საქმის გამოძიება დღესაც არის გაურკვეველ მდგომარეობაში, ჯერჯერობით გამოძიება არ არის ბოლომდე მიყვანილი, თუმცა მას რად უნდოდა 3 ან 4 წელი? მას სჭირდებოდა ალბათ ორი კვირა.

 

კმაყოფილი როგორ შეიძლება იყო, როდესაც ჩვენი შვილების მკვლელები ისევ გარეთ არიან, ეს საზიზღარი საქმეები ჰაერშია გამოკიდებული. ჩვენი შვილების მკვლელები ქუჩაში დასეირნობენ.

 

ეს მტარვალები, ეს ნაძირლები ესენი. ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ უფრო მეტი სალანძრავი სიტყვები წარმოვთქვა, თირემ უარესების ღირსები არიან. წავიკითხე მოლაშვილის წერილი სადაც ამბობს, რომ მის წამებას ბოკერია ესწრებოდა. სულხანი ხშირად ამბობდა ჩემთან, რეებს ჰყვებოდა ნეტავ იცოდეთ... გული მწყდება იმაზე, რომ არავინ ყურს არ იბერტყავს, ეს ნაძირლები კვლავ დადიან ქუჩაში.

 

თბილისიდან იცით რატომ წამოვედი? ქუჩაში რომ შემხვდეს ვიღაც, შეიძლება საშინელება ჩავიდინო. რა იცი, შვილმოკლულ კაცს ქუცაში რომ ვინმე შევხდეს, შეიძლება საშინელება ჩავიდინო. ესენი უნდა იყვნენ ციხეში გამოკეტილები. ესენი ერთობოდნენ ჩვენი შვილების მკვლელობით.

 

ჩვენ მოგვიკლეს შვილები!

მე სისხლი მტკივა, ვერ ვინელებ ჩემს შვილს..."- განაცხადა გამცემლიძემ.



 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner