logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: ევროკავშირსა და თურქეთს შორის „კატა-თაგვობანას“ თამაში უნდა დასრულდეს
- +

4 დეკემბერი. 2020. 13:47

 

„ევროკავშირსა და თურქეთს შორის „კატა-თაგვობანას“ თამაში უნდა დასრულდეს“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდნტმა შარლ მიშელმა,  პრესკონფერენციაზე ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ბუნებრივი გაზის რესურსებთან დაკავშირებულ დავაზე საუბრისას განაცხადა.

 

სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ 10 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტამდე თურქეთმა საბერძნეთთან სადავო წყლებიდან კვლევითი გემი გაიყვანა. სამიტზე ევროკავშირის ლიდერები სამიტზე თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ.

 

„კატა-თაგვობანას თამაში უნდა დასრულდეს. ოქტომბერში ჩვენ წარვადგინეთ პოზიტიური დღის წესრიგი, გავუწოდეთ ჩვენი ხელი. თურქეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები, თავისი მტრული რიტორიკა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner