„საქმიანობა შეუჩერდა 5 792 ობიექტს, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად აგრძელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას და დაჯარიმდა 7 ობიექტი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა.
ბექა ფერაძის თქმით, სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება მიიღო 16 733 ობიექტმა.
,,მას შემდეგ, რაც ამოქმედდა იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის, 23 მაისის 322-ე დადგენილება და დაიწყო მკაცრი აღსრულება გამკაცრებული მონიტორინგი რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით. აღსრულება დაევალა რამდენიმე სახელმწიფო უწყებას, ეს არის - შრომის ინსპექცია, შემოსავლების სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საზედამხედველო სამსახურები და პროცესში, ასევე აქტიურადაა ჩართული საპატრულო, კრიმინალური და ფინანსური პოლიციის დეპარტამენტები.
ამ დროის მონაცემებით, სულ შემოწმდა 22 532 ობიექტი, მათ შორის წერილობით და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 16 733 ობიექტს. საქმიანობა შეუჩერდა 5 792 ობიექტს, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად აგრძელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას და დაჯარიმდა 7 ობიექტი.
ბუნებრივია, ხდება მათი რემონიტორინგი პერიოდულად, გუშინ შემოწმდა 2 719-ის ობიექტი, რამდენად შეწყვიტეს საქმიანობა და დადასტურდა, რომ ისინი ნამდვილად ონლაინ და დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ გადასულნი, რაც შეეხება რეგიონალურ ჭრილში, შემდეგნაირად არის შემოწმება გადანაწილებული: თბილისის მასშტაბით - 8 416 ობიექტი, იმერეთში - 3 331, აჭარაში - 2 454, ქვემო ქართლი - 1 994, კახეთი - 1 344, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 851, შიდა ქართლი - 1 277, გურია - 689, მცხეთა-მთიანეთი - 428, სამცხე-ჯავახეთი - 741, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7 ობიექტი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.