logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ საერთო გამოსავალს
- +

4 დეკემბერი. 2020. 15:40

 

„მუდმივად ვმუშაობ სხვადასხვა მხარესთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ელჩი იმედოვნებს, რომ საერთო გამოსავალი მოიძებნება.

 

„დაახლოებით ერთი კვირაა, კომუნიკაცია გვაქვს. მუდმივად ვმუშაობ სხვადასხვა მხარესთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა. ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ საერთო გამოსავალს.

 

როგორც გასული 24 საათის განმავლობაში ვნახეთ, დისკუსიები გრძელდება ორივე მხარესთან, რომ შევძლოთ პოზიციების განსაზღვრა. ეს უზრუნველყოფს, რომ დისკუსიები საერთო პლატფორმისკენ წავიდეს. მე ვხედავ რეალურ შესაძლებლობებს.

 

ვფიქრობ, რეალურად შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, რომელიც ასახავს წუხილებს, რაც გამოიხატა გასულ კვირებში, ამავე დროს უზრუნველყოფს, რომ ქვეყანას შეუძლია, გამოვიდეს კრიზისიდან უფრო ძლიერი, მათ შორის – გააგრძელოს დემოკრატიული ინსტიტუტების შენება. მე ვხედავ ამის შესაძლებლობებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner