logo_geo
eng_logo
ივანკა ტრამპი დაჰკითხეს
- +

4 დეკემბერი. 2020. 16:05

 

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილი კოლუმბიის ოლქის გენერალური პროკურორის ოფისში დაჰკითხეს. ამის შესახებ ივანკა ტრამპი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

 

მისი მტკიცებით, კითხვები მამის ინაუგურაციის დროს მის სასტუმროებში გაზრდილ ფასებს ეხებოდა. ივანკა ტრამპის თქმით, დაკითხვაზე მისი გამოძახება პოლიტიკურად არის მოტივირებული და დემოკრატთა მხრიდან შურისძიების წყურვილის დემონსტრირებაა.

 

მანამდე დემოკრატიული პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ტრამპი სამსახურებრივ მდგომარეობას საკუთარი ბიზნეს ხელშესაწყობად იყენებდა, რასაც 2017 წელს მის სასტუმროებში ხელოვნურად გაზრდილი ფასებიც მოწმობს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner