ჩრდილოეთ კორეაში საკარანტინო ზომების დარღვევისთვის მამაკაცი საჯაროდ დახვრიტეს, ამის შესახებ ინფორმაციას Radio Free Asia წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ნოემბრის ბოლოდან კორეის მუშათა პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა საკარანტინო ზომები გაამკაცრა. მათ საჯაროდ მამაკაცი დახვრიტეს, რომ ამ გზით სხვები შეეშინებინათ“,- განუცხადა გამოცემას პროვინცია ჩრდილოეთ ფხონიანის მცხოვრებმა
მამაკაცი, რომელიც დახვრიტეს, 50 წლის იყო. მას ბრალად საზღვრის გამოყენებით ჩინელ პარტნიორებთან კონტრაბანდა ედებოდა. ჩინეთთან საზღვარი, თითქმის მთელი 2020 წლის განმავლობაშია ჩაკეტილი.
ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა, პანდემიის გამო, ქვეყნებს შორის ბრუნვა 75%-ით შემცირდა. იმის შიშით, რომ კონტრაბანდისტებმა, შესაძლოა ქვეყენაში ვირუსი შეიტანონ, ჩრდილოეთ კორეამ საზღვარზე სამხედროები გაზარდა.
ნოემბერში ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანი დასაჯეს, დედაქალაქი ჩაკეტეს და თევზჭერა და მარილის მოპოვება შეზღუდეს.