logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება არ გვიხარია
- +

4 დეკემბერი. 2020. 16:57

 

„არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება არ გვიხარია“,- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს რეგულაციების კონტროლის მიმდინარეობის შესახებ განუცხადა.

 

მისი თქმით, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად 100-მდე ადამიანი ჯარიმდება.

 

„მესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, თუმცა გვიწევს ხოლმე დაჯარიმება. ყოველდღიურად 100 ადამიანი ჯარიმდება საღამოს 21:00 საათის შემდეგ რეგულაციის დარღვევისთვის და პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაახლოებით 1 000 ადამიანამდე, საქართველოს მაშტაბით“,- აღნიშნა შს მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner