„არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება არ გვიხარია“,- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს რეგულაციების კონტროლის მიმდინარეობის შესახებ განუცხადა.
მისი თქმით, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად 100-მდე ადამიანი ჯარიმდება.
„მესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, თუმცა გვიწევს ხოლმე დაჯარიმება. ყოველდღიურად 100 ადამიანი ჯარიმდება საღამოს 21:00 საათის შემდეგ რეგულაციის დარღვევისთვის და პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაახლოებით 1 000 ადამიანამდე, საქართველოს მაშტაბით“,- აღნიშნა შს მინისტრმა.