„თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ის აზერბაიჯანში ვიზიტს გეგმავს“, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ერდოღანი აზერბაიჯანში მომავალ კვირას გაემგზავრება.
„მომავალ კვირას აზერბაიჯანში ვიზიტს გავმართავ,“- განაცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ცნობისათვის, ეს თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ 10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები დასრულდა.